12:22 | 2020-08-26 ავტორი: Prime Time

კალაშოვის საქმე „ვიკილიქსში“: რატომ არ თანამშრომლობდა სააკაშვილის ხელისუფლება ესპანეთთან?

კალაშოვის საქმე „ვიკილიქსში“: რატომ არ თანამშრომლობდა სააკაშვილის ხელისუფლება ესპანეთთან?

გავლენიანი „კანონიერი ქურდი“ ზაქარია კალაშოვი (შაქრო მალადოი) 2010 წელს გამოქვეყნებულ „ვიკილიქსის“ საიდუმლო დოკუმნეტებში ფიგურირებს.

 

საიდუმლო დოკუმენტების მიხედვით, ესპანელი პროკურორი უკმაყოფილებას გამოხატავდა, რომ ქართული მხარე არასაკმარისად თანამშრომლობდა მასთან ე.წ. კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის საქმის გამოძიებისას.

 

ტარიელ ონიანის განაჩენი ცნობილია - „საქართველოში პატივს მცემენ და „გენერლად“ მომიხსენიებენ“
2020-04-03ტარიელ ონიანის განაჩენი ცნობილია - „საქართველოში პატივს მცემენ და „გენერლად“ მომიხსენიებენ“

 

2010 წლის 8 თებერვალს, მადრიდში აშშ-ის საელჩოდან ვაშინგტონში გაგზავნილ ტელეგრამაში მოთხრობილია ამერიკელი დიპლომატებისა და ესპანელი პროკურორის ხოსე გრინდა გონსალესის 14 იანვრის შეხვედრის შესახებ, რომლის დროსაც გრინდა საუბრობს ესპანეთის ძალისხმევაზე ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებსა და ე.წ. რუსულ მაფიას.

 

გრინდა, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული შაქრო კალაშოვისა და მასთან დაკავშირებულ სხვა პირთა საქმეების გამოძიებაში, აშშ-ის საელჩოს ტელეგრამაში დახასიათებულია, როგორც საქმის სიღრმისეულად მცოდნე გამოცდილი პროფესიონალი.

 

გრინდამ, როგორც ტელეგრამაშია მითითებული, ”გულახდილად” ისაუბრა რუსულ მაფიაზე და მის კავშირებზე რუსეთის ხელისუფლებასთან. ტელეგრამაში ასევე მოყვანილია მისი მოსაზრება, თუ რა დონის თანამშრომლობას და დახმარებას უჩენდა ესპანეთს ამ საქმეების გამოძიებისას რამოდენიმე სხვა ქვეყნის მთავრობა. საქართველო, ამ ტელეგრამაში, სწორედ ამ კონტექსტშია ნახსენები.

 

კალაშოვის საქმის გამოძიებისას, როდესაც ესპანელი პროკურორი საქართველოდან დახმარების მიღებას ცდილობდა, მან თავი ”სრულიად მიტოვებულად” იგრძნო და მან ქართული მხარის დამოკიდებულებას ”ღალატი” უწოდა.

 

ტელეგრამის მიხედვით, გრინდას ასევე უთქვამს, რომ არასაკმარისი თანამშრომლობის თაობაზე ქართული მხრიდან მიღებულ განმარტებები უსუსური იყო.

 

ამერიკელ დიპლომატებსა და გრინდას შორის 14 იანვარს გამართული ამ შეხვედრიდან, დაახლოებით, ექვს თვეში შაქრო კალაშოვი ესპანეთში ხელმეორედ დააკავეს.

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები