23:04 | 2020-07-01 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

კალაძეების აგარაკზე, ანუკი არეშიძის მეგობრები შეიკრიბნენ: როგორ გამოიყურება იუბილარი – ფოტოები წვეულებიდან

კალაძეების აგარაკზე, ანუკი არეშიძის მეგობრები შეიკრიბნენ: როგორ გამოიყურება იუბილარი – ფოტოები წვეულებიდან

თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე დღეს 31 წლის გახდა. როგორც იცით, ის სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, შესაბამისად გამომწერებს ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს.

 

დიზაინერს დაბადების დღე გვიან ღამით მიულოცა ქმარმა კახა კალაძემ. უმშვენიერეს მეუღლეს, მან ყვავილების ულამაზესი თაიგული მიართვა.

 

კახა კალაძის საჩუქარი მეუღლეს

 

საღამოს კი კალაძეების ფეშენებელურ აგარაკზე, დიზაინერის მეგობრები შეიკრიბნენ, რომლებმაც მეგობრის დაბადების დღე ღია ცის ქვეშ აღნიშნეს.

 

როგორც ჩანს, დიზაინერმა შარშანდელი წლისგან განსხვავებით, გადაწყვიტა დაბადების დღე წელს არაპომპეზურად აღნიშნოს, რასაც მისი მეგობრების მიერ გამოქვეყნებული, მხოლოდ რამდენიმე კადრი მოწმობს.

 

ანუკი სტუმრებს თავად გაუმასპინძლდა

 

ბუნებრივია დაბადების დღეზე ანუკისთან ერთად იმყოფებოდნენ მისი ვაჟები

 

 

 

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენატარი - +

X