10:02 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

კალაძე: ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს

კალაძე: ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს

მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გივი ჩხარტიშვილთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

 

ერთ-ერთი მოქალაქის შეკითხვა შეეხებოდა ნიკა მელიას განცხადებას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის საერთო კანდიდატი გაიმარჯვებს და ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

Exclusive:
2021-09-27Exclusive: "კაბას ვიხდი, ვიცვამ ხალათს და ოპერაციაზე შევდივარ. ჩვენი დანის ქვეშ მოხვედრა, ყველას უხარია" - საოცარი ისტორია მოძღვარზე, რომელიც ოპერაციებს გალობით აკეთებს

 

კალაძემ განაცხადა, რომ ნიკა მელიას მილოცვა მოუწევს.

 

„უმნიშვნელოვანესი არჩევნებია ორ ოქტომბერს. ხალხი კარგად ხედავს იმ პოლიტიკურ გუნდს, კანდიდატს, ვისაც ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით რეალური ხედვა აქვს. დარწმუნებული ვარ, თბილისელების მხრიდან დიდი მხარდაჭერა გვექნება. პირველივე ტურში გავიმარჯვებთ, ნიკა მელიას მოლოცვა მოუწევს, მაგრამ არ გააკეთებს ამას, ამისთვის ძალა არ აქვს.

 

მთავარია თბილისის გამარჯვება და ის, რომ ჩვენ შევძლოთ ამბიციური გეგმების განხორციელება. ეს არ არის ლამაზად ნათქვამი სიტყვები, ჩვენ რეალურად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ პრობლემებს, ვაკეთოთ საქმე. ამის თქმის უფლებას განვლილი ოთხი წელი მაძლევს. ბატონ მელიას მარცხთან შეგუება მოუწევს, დარწმუნებული ვარ, მან ეს უკვე იცის. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ის ჩატარდება 2024 წელს, როგორც კონსტიტუციითაა განსაზღვრული. მანამდე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, არანაირი არჩევნები საქართველოში არ იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X