21:50 | 2020-06-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ლამაზი, უსაფრთხო…

კალაძე: გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ლამაზი, უსაფრთხო…

მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ლამაზი, უსაფრთხო, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განახლებული „მზიურის პარკის” გახსნაზე განაცხადა.

 

„დღეს, მე როგორც ქალაქის მერი, ბედნიერი ვარ იმით, რომ ქალაქს კიდვვ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ პირობა მივეცი დედაქალაქის მოსახლეობას, რომ ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტ რეკრეაციულ სივრცეს აჩუქებს დედაქალაქს და ჩვენ ამ პირობას აუცილებლად შევასრულებთ.

 

აბასთუმნის ტყეში ხანძარი საეჭვო ვითარებაში გაჩნდა
2020-06-13აბასთუმნის ტყეში ხანძარი საეჭვო ვითარებაში გაჩნდა

 

დღეს „მზიურის პარკის” გახსნაა, მომავალში ნაძალადევის რაიონში „კიკვიძის პარკი” იხსნება, ვაკის პარკის რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. გლდანში ასევე რამდენიმე პარკის რეაიბილიტაცია იგეგმება.

 

მე გაძლევთ პირობას, რომ ჩვენი დედაქალაქი ევროპაში იქნება ყველაზე მწვანე, ყველაზე ლამაზი, ყველაზე უსაფრთხო, ყველაზე მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ჩვენ ამას შევძლებთ ყველა ერთად.

 

მარტო მერი და მერიის თანამშრომლები ვერაფერს გახდებიან, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ერთად დგომა და დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდი სოლიდარობა იქნება ამ მიმართულებით”, – განაცხადა კალაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +