15:11 | 2020-03-24 ავტორი: თამთა თორდია

კახეთში სასურსათო დახმარების დარიგება დაიწყო

კახეთში სასურსათო დახმარების დარიგება დაიწყო

კახეთში სასურსათო დახმარების დარიგება დაიწყო. დღეს სასურსათო პაკეტი, მრავალშვილიან ოჯახს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერმა გადასცეს.

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის ინფორმაციით, გრძელდება მუშაობა, რომ დახმარება ყველა სოციალურმა ჯგუფმა მიიღოს.

 

„ჩვენ ვმუშაობთ, რომ შექმნილ ვითარებაში, ყველა სოციალურ ჯგუფს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს დახმარება. როცა სახლში დარჩენა, ჩვენი მოქალაქეების პასუხისმგებლობაა, ბევრ მათგანს, ბუნებრივია, პროდუქტით ხელშეწყობა სჭირდება“,- განაცხადა ნარეკლიშვილმა.

 

თელავის მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათა, დღეს, 182 ოჯახს გადაეცა. მათ შორის არიან – შშმ პირები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახები.

 

                                                                      ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები