fbpx
16:59 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

კახეთში ქალმა თოფით მოკლა მამაკაცი, რომელიც მას ინტიმურ კავშირს აიძულებდა

კახეთში ქალმა თოფით მოკლა მამაკაცი, რომელიც მას ინტიმურ კავშირს აიძულებდა

მკვლელობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 33 წლის მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, ნათესავმა ქალმა, თოფით მოკლა.

 

ადგილობრივების ინფორმაციით გარდაცვლილი მამაკაცი ქალს ინტიმურ კავშირს აიძულებდა. შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა.

 

შემთხვევის ადგილზე, პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. შსს-ის ინფორმაციით, გამოძიება სსკ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X