fbpx
12:24 | 2020-05-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სასწრაფოს ექიმს, ყვარლის მუნიციპალიტეტში დაუდგინდა.

 

ახლა ეპიდემიოლოგები ყველა კონტაქტს სწავლობენ. კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 325 პირის ნიმუში გააგზავნეს და კორონავირუსი მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა.

 

ცნობისთვის, კახეთის რეგიონი ამ დრომდე ე.წ მწვანე ზონად ითვლებოდა, თუმცა ახლა მან ეს სტატუსი დაკარგა.

 

ბოლო მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, მე-8 პაციენტი გარდაიცვალა.

 

საქართველოში კორონავირუსი 582 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 207 უკვე გამოჯანმრთელდა.

 

საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X