14:54 | 2020-05-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კახეთში ინფიცირებულ ექიმს სასწრაფო დახმარების სამ ბრიგადასთან ჰქონდა კონტაქტი

კახეთში ინფიცირებულ ექიმს სასწრაფო დახმარების სამ ბრიგადასთან ჰქონდა კონტაქტი

ყვარლის სასწრაფოს ექიმი, რომელსაც კორონავირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, თბილისში, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

 

ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ექიმების ინფორმაციით, ქალბატონს ვირუსისათვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება.

 

„სიმპტომი არ აქვს, ამიტომ გადამოწმებას ექვემდებარება. PCR ტესტი ერთად ჩაგვიტარდა. სამი ბრიგადაა, აქ ყველას ერთმანეთთან აქვს შეხება. ყველას გადაგვიყვანია სიცხიანი ავადმყოფი, საკარანტინო ზონაშიც ყველა ვართ ნამყოფი, ამიტომ ვერ გეტყვით, საიდან შეიძლებოდა დაინფიცირება

.

იმედს ვიტოვებთ, რომ შესაძლოა ტესტი შეცდა. ქალბატონი ყვარლის საავადმყოფოშიც მუშაობს, პაციენტებს იქაც იღებდა. ვირუსი თუ გამოუვლინდა, ჩვენ არც ვიცოდით, ინტერნეტით შევიტყვეთ.

 

გავიგეთ, ეპიდემილოგები მუშაობენო და გაირკვევა. ცხადია, უფრო მეტი ინფორმაცია გვჭირდება“, – უყვება „პრაიმტაიმს“ ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ერთ-ერთი ექიმი.

 

ეპიდემიოლოგები ამ წუთებში ყვარელში იმყოფებიან და დაინფიცირებული ექიმის კონტაქტებს სწავლობენ.

 

ქალბატონს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავს. ამის გარდა, „პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ის ხშირად აკითხავდა ასაკოვან დედას, რომელიც ცალკე ცხოვრობს.

 

ყვარელში დაფიქსირებული შემთხვევის გამო, მუნიციპალიტეტში გასატარებელ ღონისძიებებზე სულ.მალე განცხადებას, სახელმწიფო რწმუნებული კახეთში, ირაკლი ქადაგიშვილი გააკეთებს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები