12:58 | 2020-05-02 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კახეთში ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 60-მდე გამოძახებაზე იმყოფებოდა

კახეთში ექიმი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა 60-მდე გამოძახებაზე იმყოფებოდა

კახეთში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სასწრაფოს ექიმს დაუდასტურდა.

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ექიმს, კვლევა 30 აპრილს ჩაუტარდა.

 

ექიმი ოთხ დღეში ერთხელ მორიგეობდა. ამ ხნის განმავლობაში, ის დაახლოებით 60-მდე გამოძახებაზე იმყოფებოდა და პაციენტებსაც იღებდა.

 

საავადმყოფოში ამბობენ, რომ ექიმს, რისკ- ჯგუფში მყოფ პაციენტებთან შეხება არ ჰქონია.

 

ამ წუთებში, ყვარელში ეპიდემიოლოგები იმყოფებიან და ექიმის კონტაქტებს სწავლობენ.

 

დაფიქსირებული შემთხვევის გამო, ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი, ამ კვლევის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები