18:32 | 2021-10-13 ავტორი:

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშოა

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშოა

კახეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება საგანგაშოა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, ბოლო ერთ დღეში დადებითობის მაჩვენებელი 20%-ს მიუახლოვდა.

 

მისივე თქმით, რეგიონის მასშტაბით ყველა კოვიდკლინიკა სრულად დატვირთულია და პაციენტებისთვის ადგილი აღარ არის.

 

“14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი არის 17 %, 7 დღიანი 19 %, ხოლო გასული 24 საათის დადებითობის მაჩვენებელი 20 %-ს ასცდა კახეთის რეგიონში. შესაბამისად მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, კახეთის კოვიდ ჰოსპიტლებში არცერთი ადგილი აღარ არის, სრულად არის დატვირთული.

 

ეს კავშირშია, სეზონურად, შემოდგომის გაზრდილ მობილობასთან. მნიშვნელოვანი ზრდა რთველმა გამოიწვია და არ ხდებოდა რეგულაციების დაცვა. პირველივე დღეებში დაიწყო მატება სკოლებსა და ბაგა-ბაღებში. გუშინდელი მდგომარეობით დაკეტილია 39 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლაზე,”- განმარტავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი ნელი ხიზანიშვილი.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X