19:14 | 2021-10-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, კოვიდ-მიმღებ კლინიკებში ადგილები აღარ არის

კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, კოვიდ-მიმღებ კლინიკებში ადგილები აღარ არის

კახეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, კოვიდ-მიმღებ კლინიკებში ადგილები აღარ არის – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ვითარების გაუარესებასთან ერთად, სკოლებსა და ბაღებში ბავშვები აღარ ცხადდებიან.

 

„ვითარება ყოველდღიურად იძაბება. დღეს ნახტომისებური ზრდა გვქონდა. განსაკუთრებით თელავსა და გურჯაანშია რთული ვითარება. ყველანაირი მაჩვენებელი, რითიც ეპიდემია ფასდება, გაუარესებულია. ინფიცირების მაჩვენებლების ზრდასთან ერთად, სკოლებსა და ბაღებში ბავშვები აღარ ცხადდებიან“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

მორიგი გაფრთხილება ბუსტერ დოზაზე ბიძინა კულუმბეგოვისგან - ვის მიმართავს იმუნოლოგი
2021-10-13მორიგი გაფრთხილება ბუსტერ დოზაზე ბიძინა კულუმბეგოვისგან - ვის მიმართავს იმუნოლოგი

 

დღეს რეგიონში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. „კოვიდ-19“, 889 მოქალაქეს დაუდასტურდა.

 

13 ოქტომბრისთვის, რეგიონის კოვიდ- მიმღებ კლინიკებში, პაციენტებისათვის ადგილი აღარ არის.

 

ექიმების განმარტებით, ინფიცირებულების დიდი უმრავლესობა, აუცრელია.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X

error: Content is protected !!