fbpx
15:08 | 2020-10-12 ავტორი: Prime Time

კახეთში ახალგაზრდა კაცი მწვადით დაიხრჩო

კახეთში ახალგაზრდა კაცი მწვადით დაიხრჩო

სიღნაღის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში 22 წლის კაცი გარდაიცვალა. როგორც „პრაიმტაიმს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, მისი დაღუპვის მიზეზი მწვადი გახდა.

 

„ის ქედელში, საოჯახო ტიპის დაწესებულებაში ცხოვრობდა, ჯანმრთელი იყო, არც კი ცივდებოდა და ასეთი ჯანმრთელი კაცი მწვადმა დაახრჩო. ის 22 წლის იყო. რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს.

 

კარგი ადამიანი იყო, გულკეთილი და ხალისიანი”, – ამბობს ადგილობრივი.

 

რატომ ვერ შეაღწია კორონავირუსმა კახეთში - რას ფიქრობენ ცნობილი კახელები
2020-05-08რატომ ვერ შეაღწია კორონავირუსმა კახეთში - რას ფიქრობენ ცნობილი კახელები

 

„პრაიმტაიმი“ ქედელის თემის ხელმძღვანელს დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ ლ.ლ ნამდვილად მწვადის ნაჭრის გადაცდენით დაიღუპა.

 

„ეს კაცი დაახლოებით ერთი კვირის წინ გარდაიცვალა და ოჯახმა დაკრძალა. მას ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია…

 

ძიება დაწყებულია, ჯერჯერობით ექსპერტიზის შედეგებს ველოდებით”, – ამბობს გელა ღლიღვაშვილი.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X