13:02 | 2020-06-24 ავტორი: თეონა ყაჭიური

კახა კუჭავამ რურუასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართან გაგზავნილი წერილის შინაარსი განამრტა

კახა კუჭავამ რურუასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართან გაგზავნილი წერილის შინაარსი განამრტა

„დღეს ვიხილეთ ბრწყინვალე მაგალითი, როდესაც ოპონენტების ტყუილს უპირისპირებ სიმართლეს, რამდენად მწარე შეიძლება იყოს რეაქცია“,- ამის შესახებ პარალმენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ ევროპარლამენტარისთვის გაგზავნილ წერილთან დაკვაშირებით ისაუბრა.

 

მისი თქმით, მსგავსი ბიულეტენები ევროპარალმენტარებისთვის მუდმივად იგზავნება.

 

„ეს არ არის ოფიციალურად გაგზავნილი წერილი პარლამენტის მხრიდან, ეს არის სიახლეების ბიულეტენი ჩვენი პარტიიდან და ამას ყველა აგზავნის პერიოდულად, კვირაში ერთხელ და ორ კვირაში ერთხელ ვაგზავნით ხოლმე. ეს გაიგზავნა კვირასაც, გუშინაც.

 

გაიგზავნება, როდესაც მიიღებენ მესამე მოსმენით კონსტიტუციას. ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ის ზუსტი ფაქტები მოყვანილი, რომელიც ცნობილია და კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა.

 

რა კითხვები დაუსვეს ნოდარ მელაძეს უსაფრთხოების სამსახურში
2020-06-24რა კითხვები დაუსვეს ნოდარ მელაძეს უსაფრთხოების სამსახურში

 

მაგალითად, დღეს ადვოკატმა თავად აღიარა და წაგვაკითხა მუხლი, სადაც ამბობს რომ ნასყიდობის ღირებულება ხელშეკრულებით არის 2 500 ლარი, მაგრამ განახორციელეს 250 000$ ღირებულების ინვესტიციასო. ჩვენ არ გვიკითხავს, მომავალში რას განახორციელებსო.

 

ნასყიდობის ღირებულება რომ 2 5 000 ლარია ეს მივუთითეთ ზუსტად იმ საინფორმაციო ბიულეტენში, რომელიც ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გავაგზავნეთ, ვისაც ეს გამოწერილი აქვს. მწარე მოსასმენია, რომ მედიის მფლობელად მოიხსენიებენ, როდესაც $900 აქვს აქციები ნაყიდი.

 

გვინდოდა ინფორმაცია სრულად მიგვეწოდებინა, ის ვინც მოხსენებულია როგორც პოლიტიკური პატიმარი, რამდენად „შეუსაბამოა“ რეალობასთან რომლის წინაშეც არის“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

 

ცნობისთვის, გიორგი რურუას ადვოკატებმა დღეს განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროპარლამენტარებს წერილი გაუგზავნა, სადაც მათი თქმით მტკიხდება, რომ „რურუას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივაციით ხორციელდება“.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X