23:26 | 2021-10-18 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კახა კუჭავა: ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ამერიკელ ერს

კახა კუჭავა: ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ამერიკელ ერს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

 

„დიდი მწუხარებით შევიტყვე ყოფილი სახელმწიფო მდივნის, დიდი პოლიტიკოსისა და დიპლომატის, გენერალ კოლინ პაუელის გარდაცვალების შესახებ. ის იყო ნამდვილი პატრიოტი, რომელიც არასოდეს იშურებდა ძალისხმევას თავისუფლების წინსვლისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებს და ამერიკელ ერს.“- წერს კუჭავა „ტვიტერზე“.

 

შეგახსენებთ, ამერიკელი პოლიტიკოსი კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X