fbpx
12:06 | 2021-01-20 ავტორი: Prime Time

აბა ის მოგწონდათ, ჭავჭავაძეზე ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო? – კალაძე

აბა ის მოგწონდათ, ჭავჭავაძეზე ვირთხები, თაგვები და სუნი რომ იყო? – კალაძე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სკამებთან დაკავშირებით გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება და ამბობს, რომ მსგავსი პროექტი არც მერიას და არც გამგეობას არ ჰქონია.

 

„ეს ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუეა. მინდა რეალობა ვუთხრა საზოგადოებას, ეს არ არის არც მერიის, არც გამგეობის პროექტი. ეს არის ორი ადამიანის გაკეთებული პროექტი, რომელთაც უყვართ ქალაქი. ამ ორმა ახალგაზრდამ იჯარით აიღო ფართი, სადაც რესტორანს აკეთებენ, მათ მოწესრიგების თვალსაზრისით განათავსეს მოსასვენებელი სკამები, რომელსაც დამონტაჟებული აქვს საყვავილეები.

 

გუშინ თბილისის ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, საქართველო კი - დიდ ტრაგედიას
2021-01-20გუშინ თბილისის ერთ-ერთი სადარბაზო აფეთქებას გადაურჩა, საქართველო კი - დიდ ტრაგედიას

 

პირველი ცრუ ინფორმაცია იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რა სისულელე მოიგონა მერმა, არ ეყოფათ ის რაც ჭავჭავაძეზე გააკეთესო? ჭავჭავაძის ქუჩა არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს ქუჩების დაპროექტება თბილისში თავისი მიწისქვეშა ურნებით. აბა ის მოწონდა ხალხს, რომ ვირხთები და სუნი იყო? აბა ჰკითხეთ ვაკეში მცხოვრებ ადამიანებს მოსწონთ თუ არა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, გუშინ სოციალურ ქსელში გოგებაშვილის ქუჩაზე მდგარი სკამების ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ეწერა, რომ მერიამ ურნები სკამებში დაამონტაჟა.

ავტორი: Prime Time
X