13:52 | 2020-01-15 ავტორი: Prime Time

კახა კალაძემ სამტრედიაში ორ მრავალშვილიან ოჯახს ბინები აჩუქა

კახა კალაძემ სამტრედიაში ორ მრავალშვილიან ოჯახს ბინები აჩუქა

კახა კალაძემ მშობლიურ სამტრედიას ძველით ახალი წელი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით მიულოცა. საზეიმო ღონისძიების მთავარი მოვლენა კვლავ მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახლების ჩუქება იყო.

 

თბილისის მერმა სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს სამტრედიის რაიონში სახლები შეუძინა.

 

ბუაძეების ხუთშვილიანი და ნადირაძეების ექვსშვილიანი ოჯახები დღეიდან საკუთარ სახლებში იცხოვრებენ.

 

„2012 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღვნიშნავთ ძველით ახალ წელს სამტრედიაში. მიხარია, რომ დღეს ისევ აქ ვართ შეკრებილები. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო მთელ საქართველოს 2020 წლის დადგომა. ვუსურვებ ყველა ოჯახს კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, წარმატებებს, სიყვარულს“, – განაცხადა კახა კალაძემ კონცერტის დასრულების შემდეგ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X