15:59 | 2020-09-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კახა კალაძემ დამირეკა და გამამხნევა! – რას წერს მერიის ინფიცირებული თანამშრომელი

კახა კალაძემ დამირეკა და გამამხნევა! – რას წერს მერიის ინფიცირებული თანამშრომელი

კორონავირუსით ინფიცირებული თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, დავით მჭედლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ თბილისის მერი პირადად ესაუბრა და ჯანმრთელობა უსურვა.

 

„ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. რთულია ფსიქოლოგიურად შეეგუო დიაგნოზს-კოვიდინფიცირებული. მით უმეტეს, როდესაც სპორტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

 

ფიქრობ, რომ ვერაფერი მოგერევა. თუმცა, ამაში საგანგაშო არაფერია, ამ ვირუსსაც გავუმკლავდები და მალე დავუბრუნდები ცხოვრების ძველ რიტმს.

 

„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ - მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა
2020-09-18„წუხელ ჩვენთან მოვიდა. შეურაცხყოფა მიაყენა და სცემა ჩემი შვილი“ - მეჭიაურის მძღოლმა თვითმკვლელობა სცადა

 

დიდი მადლობა ყველას მოკითხვისთვის, ძალიან ბევრი ზარი მქონდა. ასევე დამირეკა თბილისის მერმა, გამამხნევა, მკითხა ხომ არაფერში მჭირდება დახმარება და მალე გამოჯანმრთელება მისურვა. ვერ დავმალავ, ძალიან გამიხარდა ყურადღება და თანადგომა.
კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!“, – წერს მერიის ინფიცირებული თანამშრომელი.

 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარეს და ყველა ის პირი, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადავიდა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები