fbpx
14:19 | 2020-05-17 ავტორი: თათია ცუკოშვილი

კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა

კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა

კახა კალაძე უკრაინის ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ქართველ ლეგიონერად დასახელდა. გამოკითხვა სპორტულმა ვებ-გვერდმა, Sports.ua-მ ჩაატარა.

 

მეორე-მესამე ადგილებზე გიორგი დემეტრაძე და ჯაბა კანკავა გავიდნენ.

 

კალაძე კიევის „დინამოში“ 1998 წელს გადავიდა და 2,5 წელი ითამაშა. 2001 წელს კი, უკრაინიდან იტალიის „მილანში“ გადავიდა, სადაც ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო და ორჯერ, 2003 და 2007 წლებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

 

ავტორი: თათია ცუკოშვილი
X