fbpx
10:19 | 2020-10-31 ავტორი: Prime Time

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა

კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. ამ წუთებში კახა კალაძე საკუთარ რიგს ელოდება, რათა შევიდეს საარჩევნო უბანზე და მისცეს ხმა. ხმის მიცემის შემდეგ კალაძე ჟურნალსიტებთან კომენტრსაც გააკეთებს.

 

 

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

 

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X