15:07 | 2020-04-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

კახა კალაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის

კახა კალაძე მოქალაქეებს ბოდიშს უხდის

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მოსახლეობას შექმნილი ვითარების გამო, ბოდიშს უხდის. კალაძემ მოსახლეობას ონლაინ ჩართვის დროს მიმართა.

 

როგორც კახა კალაძე ამბობს, ასეთი ზომების მიღება აუცილებელია იმისთვის, რომ ყველას ჯანმრთელობა იყოს დაცული.

 

„მესმის რამდენად პრობლემურია თქვენთვის ეს ყველაფერი. მე მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას ამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ეს არ არის პოპულარული ნაბიჯები, მაგრამ ეს არის აუცილებელი და საჭირო იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა.

 

ეს უხილავი მტერი ნელ-ნელა აუცილებლად დათმობს პოზიციებს. ცოტაც გავიჭირვოთ და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს“,- ამბობს კალაძე.

 

ცნობისთვის უახლესი მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულია 411 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 98.

 

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5160 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 579 პირი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები