12:41 | 2021-07-28 ავტორი: Prime Time

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

“ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა დღევანდელ სიტუაციაში ეს არის მასობრივი ვაქცინაცია”,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 


მისი თქმით,მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

 

“ განსხვავებულ ფორმატში გვიწევს მთავრობის სხდომის ჩატარება, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. მთავრობის სხდომას არ ესწრებიან გამგებლები, არ ესწრებიან ჟურნალისტები. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო და ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ერთადერთი გამოსავალი და გადარჩენა დღევანდელ სიტუაციაში ეს არის მასობრივი ვაქცინაცია. სახელმწიფო მზად არის, ვაქცინაციის პროცესში წარმატებით წარიმართოს და კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა, ფაქტობრივად ყველამ, უნდა ავიცრათ იმისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას და ერთმანეთის სიცოცხლის უსაფრთხოებას”,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!