fbpx
01:27 | 2020-08-09 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

კადრები ვერტმფრენიდან – როგორ გამოიყურება დღეს სტიქიით დაზარალებული რაჭა

კადრები ვერტმფრენიდან – როგორ გამოიყურება დღეს სტიქიით დაზარალებული რაჭა

მას შემდეგ, რაც რაჭა სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა და გარესამყაროს 12 სოფელი მოსწყდა, რეგიონში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

„პრაიმტაიმს“ მიაწოდეს ვერტმფრენიდან გადაღებული კადრები, სადაც სტიქიით დაზარალებული რაჭაა ასახული.

 

ვიდეო: ნიკუშა რეხვიაშვილი

 

ცნობისთვის, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველების მიერ სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და მოქალაქეების ტრანსპორტირება 243-ჯერ განხორციელდა, მათ შორის 149-ჯერ სხვადასხვა ტიპის ტვირთის, ხოლო 94-ჯერ მოქალაქეების.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

 

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში რჩება 50 მეხანძრე-მაშველი. ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X