14:50 | 2020-03-31 ავტორი: Prime Time

კადრები გაჩერებული მეტროპოლიტენიდან – ასეთი რამ ალბათ არასდროს გინახავთ

54 წლიანი არსებობის ისტორიაში თბილისის მეტრო პირველად გაჩერდა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკია.

 

თბილისის მეტროპოლიტენთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში არ იმუშავებს ავტობუსიც.

 

თბილისის მერიის პრესსამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც მეტროს ამჟამინდელი მდგომარეობაა ასახული.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე საკომენდანტო საათსაც გულისხმობს.

 

საყოველთაო კარანტინის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

 

 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X