00:44 | 2021-06-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

კადრები ბათუმიდან, სადაც ავარია მოხდა – დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ

კადრები ბათუმიდან, სადაც ავარია მოხდა – დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ

ბათუმში, ზურაბ გორგილაძისა და პეტრე მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

 

 

თვითმხილველების თქმით, ავტომობილში მცირეწლოვნებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც შეჯახების შედეგად ავტომობილიდან გადმოვარდნენ.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, შემთხვევის შედეგად დაშავებული ხუთი ადამიანი, მსუბუქი ტრამვით სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა.​

 

მათივე თქმით, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აღენიშნებათ.

 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული არიან სამართალდამცავები.

ავტორი: თამარ ბუჩუკური


X