17:46 | 2020-05-26 ავტორი: Prime Time

ყაჩაღობა, გაუპატიურება, ძალადობა, ქურდული სამყარო – ცნობილი ქართველი სპორტსმენების სკანდალები

ყაჩაღობა, გაუპატიურება, ძალადობა, ქურდული სამყარო – ცნობილი ქართველი სპორტსმენების სკანდალები

ნიკოლოზ ბასილაშვილის დაკავებამ ქართულ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია. საქართველოს ისტორიაში საუკეთესოს და მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ ჩოგბურთელს გამოძიება ყოფილი ცოლზე ძალადობას ედავება.

 

თავად ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ თავის სიმართლეს სასამართლოში დაამტკიცებს.

 

ბასილაშვილის გარდა საქართველოს არაერთი წარმატებული სპორტსმენის დაკავება ახსოვს. ნაწილი მათგანი ქურდულ სამყაროს დაუკავშირეს, ნაწილი კი გარიგებულ თამაშებს. თუმცა, არსებობს ისეთი მძიმე დანაშაულები, როგორიც არასრუწლოვნის გაუპატიურება და ყაჩაღობაა.

 

პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო ისტორიებს და იმ ქართველი სპორტსმენების სიას გთავაზობთ, რომლებიც სხვადასხვა წლებში, სხვადასხვა ბრალდებებით დააკავეს.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი – ვინაიდან, ამ სტატიის გამოქვეყნების მიზეზი ნიკოლოზ ბასილაშვილის რეზონანსული საქმეა, სიას სწორედ ქართველი ჩოგბურთელით გავხსნით.

 

ნიკა სამართალდამცველებმა ყოფილი ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. 24 მაისს ბასილაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა. თავად ჩოგბურთელი ბრალს კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ცოლის მხრიდან შანტაჟის მსხვერპლია.

 

ნეკა დოროყაშვილი კი ამბობს, რომ 21 მაისს ის ავჭალაში, სადაც ნიკა ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ბავშვის წამოსაყვანად მივიდა, რამაც სპორტსმენის და მისი ოჯახის გაღიზიანება გამოიწვია.

 

დოროყაშვილის მტკიცებით, სწორედ ამ დროს იძალადა მასზე ფიზიკურად ბასილაშვილმა.

 

 

ამაზე საუბარი არ უყვარს - უცნობი ფაქტები ბასილაშვილის ქველმოქმედების შესახებ
2020-05-26ამაზე საუბარი არ უყვარს - უცნობი ფაქტები ბასილაშვილის ქველმოქმედების შესახებ

 

თორნიკე ნაგლიაშვილი – კიდევ ერთი სპორტსმენი, რომელიც ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილია.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 23 წლის სპორტსმენმა მეუღლეს გვანცა ფანგანს მუქარის შემცველი შეტყობინებები გაუგზავნა.

 

მისმა ცოლმა ეს შეტყობინებები პოლიციაში წარადგინა, რის შემდეგაც სპორტსმენი დააკავეს. მალევე გაირკვა, რომ ნაგლიაშვილს გვანცა ფანგანის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.

 

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა/151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით წარედგინა, რაც მუქარას და ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

 

ნაგლიაშვილი ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 5-ათასილარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

 

ლუკა კურტანიძე – თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, ასევე ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ლუკა კურტანიძე 2010 წელს ნინო ბურჯანაძის პარტიას შეუერთდა.

 

2011 წელს ის მონაწილეობდა 26 მაისის აქციაშიც. თავად სპორტსმენი აცხადებს, რომ მიტინგის დარბევისას ის სპეცდანიშნულების რაზმის ათამდე წევრმა დააკავა და სასტიკად სცემა.

 

კურტანიძის ფიზიკური დაზიანების კადრები, აქციის ღამეს გადაღებულ ვიდეოშიც არის ასახული.

 

9 წლის წინ რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქციის მონაწილეები განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია. ასეულობით ადამიანი დააკავეს და ფიზიკურად გაუსწორნენ. მათ შორის იყო ლუკა კურტანიძეც.

 

 

ცნობილი სპორტსმენების ოჯახური სკანდალები, რაც მათ კარიერის ფასად დაუჯდათ - იქნება თუ არა ბასილაშვილი გამონაკლისი
2020-05-25ცნობილი სპორტსმენების ოჯახური სკანდალები, რაც მათ კარიერის ფასად დაუჯდათ - იქნება თუ არა ბასილაშვილი გამონაკლისი

 

გიორგი დემეტრაძე – საქართველოს ნაკრების ყოფილიმა ფეხბურთელმა კარიერა იძულებით, სკანდალურად დაასრულა.

 

2010 წელს დემეტრაძე სამართალდამცველებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით ორ პირთან ერთად დააპატიმრეს.

 

მაშინ, გამოძიება იძახდა, რომ ეჭვმიტანილები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის თამაშებზე ე.წ. ხელზე „გამაზვას“ ახდენდნენ, შემდეგ კი კრიმინალური „ავტორიტეტის“ ვატო ყიფიანის დახმარებით, მოქალაქეებს მოგებულ თანხას სძალავდნენ.

 

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2013 წლის იანვარში დემეტრაძე პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

 

 

ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი – საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივის დაკავებამ საზოგადოებაში საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

 

ავთანდილ ხურციძე, იგივე „ჩაქუჩა“ აშშ-ში 15 ქართველთან ერთად დააკავეს, რომელსაც ბრალად ედებოდათ ყაჩაღობა, რეკეტი, გამოძალვა და სხვა კრიმინალური საქმიანობა.

 

დაკავებულთა შორის იყო შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ლევან მაყაშვილიც, რომელიც სამართალდამცველებმა მალევე გაათავისუფლეს, ავთანდილ ხურციძეს კი სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

„ჩაქუჩა“ ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს. ის სასჯელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ ციხეში იხდის.

 

 

გეგა გეგეშიძე – ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური საქმე ჭიდაობის ფედერაციის მოქმედ პრეზიდენტს უკავშირდება.

 

2019 წლის იანვარში, თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

საქმეში ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძეც ფიგურირებდა.

 

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი ამტკიცებდა, რომ გეგეშიძე მას ფიზიკურად გაუსწორდა და ამის ამსახველი კადრებიც გაასაჯაროვა.

 

საბოლოოდ სამართალდამცველებმა გეგეშიძე ძალადობის მუხლით დააკავეს და საქმის განხილვა სასამართლოში დაიწყო.

 

 

თამაზ ნამგალაური – 1980-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული საზმე თამაზ ნამგალაურს უკავშირდება.

 

ტიტულოვანი სპორტსმენი თამაზ ნამგალაური, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იცნობდნენ და ძიუდოს ვირტუოზად იყო აღიარებული, 1988 წლის 12 ივნისს დააკავეს.

 

ბრალდება იმდენად მძიმე იყო, რომ დაზარალებულთა ახლობლები მის ჩაქოლვასაც კი მოითხოვდნენ.

 

გამოძიების ინფორმაციით, ნამგალაური 9 წლის გოგონას გააუპატიურებასა და შემდეგ მის სასტიკ მკვლელობაში იყო ბრალდებული.

 

თავად სპორტსმენმა დანაშაული აღიარა. როგორც ცნობილია, პროცესზე ძიუდოისტი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში თავჩაღუნული იჯდა და ყურები თითებით ჰქონდა დახშული.

 

1988 წლის 9 სექტემბერს საქართველოს სსრ-ის უმაღლესმა სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა. ის 1991 წლის 25 ოქტომბერს დახვრიტეს.

 

 

ლომერ ჟორჟოლიანი – 2018 წელს საქართველოს ნაკრების რამდენიმე ძიუდოისტი, მათ შორის გუნდის კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მაშინდელი ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით გაიფიცა.

 

საბოლოოდ, პროცესები იქამდე მივიდა, რომ თბილისის ერთ-ერთ უბანში მხარეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

 

საქმეში ცეცხლსასროლი იარაღიც ფიგურირებდა. ფედერაციის წევრი ლომერ ჟორჟოლიანი ძიუდოისტებთან დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების გამო დააკავეს.

 

კონფლიქტის დროს დაიჭრა ყოფილი ძიუდოისტი სოსო წელაური, და დაშავდა ორი პირი. აღნიშნული მოვლენების შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტი გადადგა.

 

 

რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ
2020-05-25რა მტკიცებულებები აქვს ბასილაშვილის ადვოკატს ნეკა დოროყაშვილის წინააღმდეგ

 

ცხინვალის „სპარტაკი“ – 2019 წლის თებერვალში თურქეთის ქალაქ ანტალიაში საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „სპარტაკის“ ფეხბურთელები დააკავეს.

 

თურქი სამართალდამცველები ქართველ ფეხბურთელებს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ქურდობას ედავებოდნენ.

 

საბოლოოდ, საქართველოს საკონსულოს ჩარევის შემდეგ ფეხბურთელები პატიმრობიდან მალევე გათავისუფლდნენ, შემთხვევა კი ქვითრებთან დაკავშირებულ გაუგებრობას დაუკავშირეს.

 

 

„ვიტ ჯორჯია“, „გურია“, „ჭიათურა“ – 2019 წლის მაისში სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა გარიგებული თამაშების ბრალდებით საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელი, „ჭიათურას“ ერთი და ლანჩხუთის „გურიას“ 2 ფეხბურთელი დააკავეს.

 

მათთან ერთად, დააკავეს დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 3 წევრი, რომლებიც წარსულში ასევე ფეხბურთელები იყვნენ.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

 

 

კალათბურთთან დაკავშირებული პირების დაკავება – გარიგებული თამაშების ბრალდებით სუს-ის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2017 წელს კალათბურთთან დაკავშირებული პირებიც დააკავეს.

 

დაკავებულთა შორის იყვნენ საერთაშორისო დონის მსაჯები – ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის“ მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას.

 

ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12 000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

 

 

Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი
2020-05-24Exclusive: ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას - ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

ირაკლი ღვინჯილია – მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში ირაკლი ღვინჯილია, მოსკოვში ისტორიულ ქართულ ქუჩაზე („Грузинский Вал“) მდებარე ერთ-ერთ კაფეში კლიენტისაგან 70.000 რუსული რუბლის მოპარვის გამო დააკავეს.

 

ქართველმა სპორტსმენმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. პოლიციამ ქართველი სპორტსმენის აღიარებითი ჩვენება გაითვალისწინა და ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.

 

ღვინჯილია 1986 წელს თბილისში დაიბადა და თავიდან საქართველოს ნაკრებში ვარჯიშობდა.

 

იგი საქართველოს არაერთგზის ჩემპიონიც იყო, თუმცა მერე რუსეთის სახელით გამოსვლა არჩია. 2004 წელს მან პირველად მოიპოვა K-1 ვერსიით კიკბოქსინგში მსოფლიო ჩემპიონის წოდება და ეს შედეგი კიდევ სამჯერ გაიმეორა.

 

 

შმაგი სონიშვილი (ტარიელ ზინდირიდისი) – შმაგი სონიშვილი წარმოშობით ქართველი, თუმცა საბარძნეთში მოღვაწე ძიუდოისტი იყო. მას გულშემატკივრები ტარიელ ზინდირიდისის სახელით იცნობდნენ.

 

2018 წლის ზაფხულში, ბერძენმა სამართალდამცველებმა სონიშვილი 23 ბინის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს.

 

2003-2007 წლებში 32 წლის ძიუდოისტს საბერძნეთის სახელით არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიუღია მონაწილეობა. ის წარმოშობით სოფელ მჭადიჯვრიდან არის.

 

ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ათენში ...

 

„პატარა წვლილი, მეც მაქვს მის წარმატებაში, კარიერა გადავდე
2020-05-24„პატარა წვლილი, მეც მაქვს მის წარმატებაში, კარიერა გადავდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილის და ნეკა დოროყაშვილის სიყვარულის ისტორია
ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები