14:12 | 2020-09-09 ავტორი: Prime Time

„კაბუსთან“ ერთად დაკავებულ „კანონიერ ქურდს“ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ვინ არის „სიუ“?

„კაბუსთან“ ერთად დაკავებულ „კანონიერ ქურდს“ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს – ვინ არის „სიუ“?

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ევროპოლის მიერ 2018 წლის აპრილს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ქართველ „კანონიერ ქურდს“, ალექსანდრე კობალაძეს საფრანგეთის სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

მას ორგანიზებული დანაშაულში, რეკეტსა და ფულის გათეთრებაში ედებოდა ბრალი.

 

ქართული მაფიის წინააღმდეგ სპეცოპერაცია საფრანგეთსა და საბერძნეთში ერთდროულად ჩატარდა, რა დროსაც ხელბიორკილები დაადეს გავლენიან „კანონიერ ქურდებს, მათ შორის ლაშა შუშანაშვილს, ალექსანდრე კობალაძეს, ნოდარ შუკაკიძეს და სხვებს.

 

ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პოპულარულ მეუღლეს სახალხოდ სცემა და ყბები მოტეხა
2020-09-07ქართველმა „კანონიერმა ქურდმა“ პოპულარულ მეუღლეს სახალხოდ სცემა და ყბები მოტეხა

 

მიმდინარე წლის 19 მარტს საბერძნეთის სასამართლომ ლაშა შუშანაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, საფრანგეთში კი ახალხანს გამოცხადდა განაჩენი ალექსანდრე კობალაძის მიმართ, რომელსაც 6-წლიანი პატიმრობა განესაზღვრა.

 

სპეცოპერაცია Caucase Normandie-ის ფარგლებში ევროპელმა სამართალდამცველებმა ცნობილი მომღერალი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუს დააკავეს. მოგვიანებით მას პატიმრობა, შინაპატიმრობით შეეცვალა, რამდენიმე თვის წინ კი ის სამშობლოში დააბრუნეს.

 

ვინ არის ალექსანდრე კობალაძე? – 46 წლის კობალაძეს „რამაზ ღუღუნიშვილის“ სახელითაც იცნობენ, კრიმინალურ წრეებში კი „სიუს“ მეტსახელით სარგებლობს.

 

საქართველოში საკმაოდ ცნობილია მისი ვაჟი, კოკა კობალაძე, რომელიც ახალგაზრდა პოეტი გახლავთ. 2018 წელს კოკა კობალაძეს მისთვის უცნობი პირები საკუთარ სახლში თავს დაესხნენ და მამის ადგილსამყოფელის გამხელას სთხოვდნენ.

 

ნაცემი კოკა კობალაძე ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია.

 

 

ავტორი: Prime Time

X