02:16 | 2020-03-12 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

კაბრიოლეტით თბილისის ქუჩებში – ირანელმა პაციენტმა კარანტინი დატოვა (ვიდეო)

ირანელი პაციენტი საქართველოში პოპულარული კორონავირუსმა გახადა. ალბათ ყველას კარგად გახსოვთ, როგორ გამოიპარა ის ინფექციური საავადმყოფოს კარანტინიდან და ქართველი ექიმებისთვის მადლობის სათქმელად ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში ჩაერთო, ის კი მედიკოსებმა ისევ საავადმყოფოში შეაბრუნეს.

ვიდეო – ინფექციურის ბოქსირებული განყოფილებიდან პაციენტი გამოექცათ

☣🏃‍♂ ვიდეო – ინფექციურის ბოქსირებული განყოფილებიდან პაციენტი გამოექცათ

Gepostet von Prime Time am Mittwoch, 26. Februar 2020

მოგვიანებით სოციალურ ქსელში მისი ფოტო გავრცელდა, რომელზეც ნახევრად შიშველი შაჰაბი კარანტინში იმყოფება.

კარანტინისთვის განკუთვნილი ვადის ამოწურვის შემდეგ ირანელმა, უკვე ყოფილმა პაციენტმა ახალი ფოტო გაავრცელა, სადაც ის მართლმადიდებლურ ტაძარში სანთელს ანთებს.

დღეს გავრცელებულ ვიდეოში კი ის თბილისის ქუჩებში კაბრიოლეტით დასეირნობს და ქართულ სიმღერებს უსმენს.

Gepostet von Shahab Kr am Montag, 9. März 2020

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

დატოვე კომენტარი