10:50 | 2021-07-22 ავტორი: Prime Time

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება – კომპანია აბონენტებს აფრთხილებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება – კომპანია აბონენტებს აფრთხილებს

დღეს, 22 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, ამირეჯიბის გზატკეცილის N6-თან, წყალსადენის მაგისტრალურ მილზე დაზიანების აღსადგენად გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 


 

წყალმომარაგების ქსელის დაზიანებულ მონაკვეთზე სამუშაოები დღეს, 22 ივლისს, საღამოს 23:00 საათზე დაიწყება, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება და 23 ივლისის 15:00 საათისთვის დასრულდება.

 

 

აღნიშნულ პერიოდში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 22 ივლისს საღამოს 23:00 საათიდან ხვალ, 23 ივლისის 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

 

 

ვაკის რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ფალიაშვილის, ყიფშიძის და რაზმაძის ქუჩების ნაწილს; რამიშვილის, რადიანის, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მიქელაძის, კავსაძის, თაქთაქიშვილის, არაყიშვილის და მიმდებარე ქუჩებს.

 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ავტორი: Prime Time


X