18:10 | 2020-08-24 ავტორი: Prime Time

„ჯორჯიან მანგანეზმა“ „საქართველოს გიდების ასოციაციას“ უმასპინძლა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ „საქართველოს გიდების ასოციაციას“ უმასპინძლა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ „საქართველოს გიდების ასოციაციას“ უმასპინძლა. ასოციაციის წევრებმა, გიდებთან და ჯგუფის ხელმძღვანელებთან ერთად, კულტურული, ღვინისა და გასტრონომიული სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სხვა ობიექტებთან ერთად, წერეთლის მაღარო მოინახულეს.

 

სამომავლოდ, კომპანია მზად არის, აღნიშნული მაღარო ტურისტულ ობიექტად აქციოს და რეგიონში ჩასულ სტუმრებს, ინდუსტრიული ტურიზმის კუთხით, სხვადასხვა სერვისები შესთავაზოს.

 

გიდების ასოციაციის ამჟამინდელი პროექტის მიზანია, ტურისტული გიდების მიერ, იმერეთის რეგიონში არსებული სიტუაციისა და ინფრასტრუქტურის შესწავლა, რომელიც მათ სამომავლოდ ტურისტული მარშრუტების აწყობაში დაეხმარება.

 

Image may contain: one or more people, people standing, tree, child, outdoor and nature

 

მაღაროში შესვლამდე თითოეულ გიდს სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდა. ადგილზე გაეცნენ მუშაობის ტექნოლოგიას, დაათვალიერეს გამონამუშევარი, ე.წ. გვირაბი, სადაც პროდუქციის მოპოვება ხდებოდა. წერეთლის მაღაროში ამჟამად მოპოვებითი სამუშაოები აღარ მიმდინარეობს.

 

„მსგავსი ტიპის აქტივობები ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარება ახლა აღმასვლის ფაზაშია. შესაბამისად, ჩვენი კომპანია ასეთი ღონისძიებებს მიესალმება და ყოველთვის მზად ვართ ტურიზმის განვითარებაში წვლილი შევიტანოთ, მითუმეტეს იმერეთის რეგიონში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ოპერირებს. მთელი ჭიათურის ბასეინში, ტურიზმის მიმზიდველობის თვალსაზრისით, ყველანაირი სახის ადგილია – ეს იქნება მღვიმეები, საცალფეხო და საცხენოსო ბილიკები და სხვა“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ ტექნიკური უსაფრთხოებისა და შრომითი დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა გიგა ხვიჩიამ.

 

Image may contain: 1 person, standing, child, outdoor and nature

 

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ჯორჯიან მანგანეზს“ და მის ხელმძღვანელობას, მათ მოგვცეს შესაძლებლობა რომ წერეთლის მაღარო მოგვენახულებინა. აღნიშნული პროექტი უნიკალურია, სადაც გიდებს საშუალება აქვთ თეორიულ ლექციასთან ერთად, საველე სამუშაოებსაც გაეცნონ. ვფიქრობთ, თუ ამ გაჩერებულ მაღაროში მუზეუმი გაკეთდება, რომელიც ახალ დატვირთვას შეიძენს, ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან კარგი იქნება“,-აღნიშნა ჯგუფის ლექტორმა გიორგი დვალაშვილმა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X