fbpx
17:00 | 2020-09-04 ავტორი: თეონა აბესაძე

„ჯორჯიან მანგანეზმა“ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდია დაუნიშნა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდია დაუნიშნა

ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ჭიათურაში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. აღნიშნული ინფორმაცია ჭიათურის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, კომპანიის დირექტორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

 

მან პედაგოგებისგან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლების დღის წესრიგში დგას და მოზარდებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს.

 

საუბარი ასევე შეეხო, „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს, რომელიც ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

 

შეხვედრაზე პროექტ „ეკოლოგიკა 2019“-ზე ისაუბრეს, შეფასდა გასული სეზონი და მოხდა “ეკოლოგიკა 2020“-ის დაანონსება.

სკოლის დირექტორებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელიც სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეიკრიბება და კომპანიის ხელმძღვანელობას მოზარდების საჭიროებების შესახებ მოუთხრობს.

 

“სკოლების ხელმძღვანელებთან ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებზე და იმ შესაძლო პროექტებზე, რომელიც გვინდა და გვაქვს სურვილი რომ ერთად განვახორციელოთ, მათ შორის, იქნება ეს სხვადასხვა სახის წრეებისა თუ სპორტული კლუბების ჩამოყალიბება. შევჯერდით, რომ სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება და უკვე კონკრეტულ სამოქმედო გეგმას დავსახავთ.

 

ასევე, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გადაწყვიტა, რომ დააფინანსოს 4 წარმატებული აბიტურიენტი და მათ მთელი წლის განმავლობაში დაენიშნებათ სტიპენდია. ვფიქრობ, ეს ფაქტი მათ წაახალისებს. პედაგოგებმა გაგვიზიარეს, რომ გასაძლიერებელია სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებითაც ზოგად იდეაზე შევჯერდით, რომელსაც უახლოეს მომავალში აუცილებლად დავხვეწავთ და ქალაქში სხვადასხვა სახის სპორტულ წრეებს ჩამოვაყალიბებთ.

 

ვფიქრობ, რომ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ სხვა მრავალ აუცილებლობასაც დააყენებს დღის წერიგში, რომელსაც ერთობლივი ძალისხმევით ძალიან წარმატებით გადავლახავთ“,- განაცხადა „ჯორჯიან მანგანეზის“ დირექტორმა მერაბ ლომინაძემ.

შეხვედრა ჭიათურასა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან ადგილობრივ რესურსცენტრში გაიმართა და ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.

ავტორი: თეონა აბესაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X