fbpx
15:01 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით დარკვეთში ფეხბურთის სტადიონი მოეწყო

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით დარკვეთში ფეხბურთის სტადიონი მოეწყო

ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთში ფეხბურთის სტადიონი მოეწყო. მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, მინდორი, რომელსაც მოსახლეობა ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდა, მოსწორდა, ტერიტორია შემოიღობა, დამონტაჟდა გარეგანათება და მოეწყო საგულშემატკივრო სივრცე.

 

სტადიონის გახსნასთან დაკავშირებით, პირველი ამხანაგური მატჩი დარკვეთის მოსახლეობასა და დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებს შორის გაიმართა.

 

თამაში თანაბარი უპირატესობით წარიმართა, შესაბამისად, მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა. პენლების სერიის შემდეგ, გამარჯვება დარკვეთის მოსახლეობის გუნდს ერგო.

 

საუკეთესო მოთამაშეებად გიორგი ღუღუნიშვილი, პანო კეჩეჩიდი, ნიკოლოზ ნოზაძე, ლევან თაბაგარი და დავით ღუღუნიშვილი დასახელდნენ, რომლებსაც სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

 

აღსანიშნავია, რომ დარკვეთის სტადიონის გარდა, წელს, „ჯორჯიან მანგანეზის“ დაფინანსებით, ჭიათურაში სხვა სარეკრეაციო და სპორტული სივრცეებიც კეთილმოეწყო. რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა „25“-ის საფეხბურთო სტადიონს, ასევე, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცენტრალური დამყვანი ფაბრიკის (ცდფ) მიმდებარე ტერიტორიაზე, აშენდა ღია საკალათბურთო მოედანი. ამ ეტაპზე სოფელ ითხვისში დამატებით კიდევ ერთი სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X