fbpx
10:34 | 2020-09-08 ავტორი: Prime Time

„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს სტიპენდიას დაუნიშნავს

„ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, ზესტაფონში მცხოვრებ 4 წარმატებულ აბიტურიენტს, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, კომპანიისგან სტიპენდია დაენიშნებათ. აღნიშნული ინფორმაცია ზესტაფონის სკოლების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე, კომპანიის სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა გააჟღერა.

 

მან იმ საჭიროებების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რომელიც დღესდღეობით სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე, „ეკოლოგიკა 2019“ შეაჯამეს და პროექტის მომავალი სეზონი დააანონსეს.

 

„ჯორჯიან მანგანეზმა“ რვა წარმატებულ აბიტურიენტს და ახლა უკვე სტუდენტს, ერთი წლის განმავლობაში, ყოველთვიური სტიპენდია დაუნიშნა. ჩვენ გვინდა რომ ამ ჟესტით წავახალისოთ ის მოზარდები, რომლებმაც მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი ქულები აიღეს“,- განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.

 

შეხვედრა ზესტაფონსა და მის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლების დირექტორებთან, მე-2 საჯარო სკოლაში გაიმართა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X