10:52 | 2020-06-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენიც დაესწრება

ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიას ჯო ბაიდენიც დაესწრება

ფლოიდის ოჯახის ადვოკატის, კრამპის განცხადებით, ჯორჯის დაკრძალვის ცერემონიას აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დაესწრება.

 

ინფორმაციას ამის შესახებ USA Today ავრცელებს.

 

ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა
2020-06-01ვინ იყო და რას საქმიანობდა ჯორჯ ფლოიდი, რომლის სიკვდილმაც მსოფლიო შეძრა

 

ბოლო პერიოდში ბაიდენი ფლოიდის მკვლელობის შესახებ ხშირად საუბრობდა. მან მომხდარს ტრაგედია და „ხალხის გამოღვიძებისთვის საჭირო „ზარი“ უწოდა.

 

ფილადელფიაში სიტყვით გამოსვლის დროს ბაიდენმა ამერიკაში სისტემური რასიზმის პრობლემაზე ისაუბრა და კონგრესს პოლიციის რეფორმებზე სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდა.

 

ბაიდენი ფლოიდის ოჯახს გასულ კვირას ტელეფონით ესაუბრა.

 

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების დროს გარდაიცვალა. მის სიკვდილს აშშ-ში პროტესტი და არეულობა მოჰყვა.

ავტორი: ნინი ტაველიძე

0
კომენატარი - +

X