10:44 | 2020-03-11 ავტორი: Prime Time

ჯო ბაიდენმა აშშ-ის რამდენიმე შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის რამდენიმე შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის რამდენიმე შტატში გამართულ პრაიმერიზში გაიმარჯვა.

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კონკურენტი დემოკრატი ბერნი სანდერსი მისისიპიში, მისურიში, აიდაჰოსა და მიჩიგანში გამართულ პრაიმერიზებში დაამარცხა.

 

პრაიმერიზის გამართვამდე ამომრჩეველს საპრეზიდენტო მარათონიდან გამოთიშულმა დემოკრატმა კანდიდატებმა ჯო ბაიდენის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათ შორის არიან მაიკლ ბლუმბერგი, პიტ ბუტიჯიჩი, ემი კლობუშარი და ბეტო ობურკი.

 

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის დემოკრატი კანდიდატის გამოსავლენად პრაიმერიზები ივნისის დასაწყისამდე არის დაგეგმილი.

 

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X