00:36 | 2020-06-16 ავტორი: თამთა თორდია

„ჯერ შვილს რა დაავიწყებს და მერე ამ სცენას“ – 12 წლის გოგონას ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა

„ჯერ შვილს რა დაავიწყებს და მერე ამ სცენას“ – 12 წლის გოგონას ავტომობილი დედის თვალწინ დაეჯახა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.

ჩემი წასვლის შემდეგ, ძალიან მალე, მამა გარდაგვეცვალა... ეს ტვირთი მე ყოველთვის მექნება - ლექსო თორაძის პირადი ცხოვრება
2020-06-14ჩემი წასვლის შემდეგ, ძალიან მალე, მამა გარდაგვეცვალა... ეს ტვირთი მე ყოველთვის მექნება - ლექსო თორაძის პირადი ცხოვრება

 

 

 

არასრულწლოვანი საავტომობილო გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას ავტომანქანა შეეჯახა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, გოგონა, ადგილზე გარდაიცვალა.

 

გარდაცვლილი, სოფელ კოღოთოს მცხოვრები, ანი პიტაშვილია. ოჟიოში, ის, საჯარო სკოლის მეექვსე კლასში სწავლობდა.

 

ადგილობრივები „პრაიმტაიმთან” ყვებიან, რომ გოგონა სკოლაში სახელმძღვანელოების ჩასაბარებლად იმყოფებოდა.

 

ფაქტიურად, დედას შვილი თვალწინ მოუკვდა. ჯერ შვილს რა დაავიწყებს და მერე ამ სცენას. წიგნების ჩასაბარებლად, სკოლაში ერთად იყვნენ, შენობაც ერთად დატოვეს, თუმცა, ანიმ დედას სთხოვა და რამოდენიმე წუთით უკან შებრუნდა.

 

საავტომობილო გზაზე გადასვლის დროს, გზის მეორე მხრიდან, მან დედისგან გაფრთხილება მიიღო, თუმცა, უკან დახევა ვერ მოასწრო და გზაზე მოძრავი ავტომობილი შეეჯახა. ამბობენ, მძღოლი ნასვამი იყოო. ისეთი ამბავია ოჯახში, სიტყვით ვერ აღწერ- თქვა ერთ- ერთ ადგილობრივმა.

 

გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X