15:56 | 2020-06-10 ავტორი: თამთა თორდია

ჯერ კიდევ არ ვიცით, კორონავირუსი კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს – გამყრელიძე 

ჯერ კიდევ არ ვიცით, კორონავირუსი კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს – გამყრელიძე 

ჯერ კიდევ არ ვიცით, კორონავირუსი კაცობრიობას რა სიურპრიზებს უმზადებს, ამიტომ ძირითად რეკომენდაციებს უნდა მივყვეთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე ამბობს.

საფრთხილოა, თვითონ ზედაპირი​ - ამირან გამყრელიძემ განმარტა, როგორ უნდა დამუშავდეს შეზლონგები
2020-06-10საფრთხილოა, თვითონ ზედაპირი​ - ამირან გამყრელიძემ განმარტა, როგორ უნდა დამუშავდეს შეზლონგები

 

 

 

მისი თქმით, ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება.

 

„ეს ვირუსი ჯერჯერობით მაინც უცნობ ვირუსად რჩება. მთლიანად მისი ქცევა უცნობია. დიდი იმედი იყო, დათბობის შემდეგ კოვიდის რადიკალურად შემცირების, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა.

 

ამიტომ „სიფრთხილეს თავი არ სტკივაო“ და ყველა მოთხოვნა, რასაც ჯანდაცვის სფერო რეკომენდაციას უწევს, ჯერჯერობით ყველგან დაცვას ექვემდებარება.

 

ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა გლობალური სამყაროსთვის, რომლის ქცევის ნიუანსები ბევრ რამეში უცნობია, ჯერ არ ვიცით, კიდევ რა სიურპრიზებს უმზადებს კაცობრიობას, ამიტომ უნდა მივყვეთ ძირითად რეკომენდაციებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +