fbpx
11:06 | 2020-05-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ჯერ ბოდიში მოიხადე, შემდეგ ჩაყავი ცხვირი ბასილაშვილის საქმეში – მანჩო გიორგობიანი ლომჯარიას

ჯერ ბოდიში მოიხადე, შემდეგ ჩაყავი ცხვირი ბასილაშვილის საქმეში – მანჩო გიორგობიანი ლომჯარიას

„ფულის ხამო, ნინო ლომჯარია, შენ ჯერ პაპუნა უგრეხელიძეს მოუხადე ბოდიში ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში მერე ჩაყავი შენი უნამუსო ცხვირი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი წერს და სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება. 

 

„ფულის ხამო ნინო ლომჯარია, შენ ჯერ პაპუნა უგრეხელიძეს მოუხადე ბოდიში, როგორც ეს დაგაკისრათ სასამართლოების რამდენიმე ინსტანციამ, “სექსუალური ძალადობის შესახებ ” ცრუ ბრალდების შეკერვისთვის !, ხოლო ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეში მერე ჩაყავი შენი უნამუსო ცხვირი!

 

პაპუნა უგრეხელიძის არასრულწლოვანი გოგოს ფსიქიკაზე მაშინ რატომ არ იფიქრეთ, როდესაც მამაზე შეთითხნილი ბრალდებით გამობრძანდით ყველა ტელევიზიით, რადგან შენისთანავე ტუტრუცანა დედაკაცებს ეხებოდა საქმე და საშინელი ტყუილები დააბრალეთ კაცს და რაც მთავარია, მამას , რომელმაც სამსახურიც კი დატოვა, არაფრის გამო?!

 

ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულ ქალს - სახალხო დამცველი ბასილაშვილის საქმეზე
2020-05-24ჩემი მხარდაჭერა დაზარალებულ ქალს - სახალხო დამცველი ბასილაშვილის საქმეზე

 

სად არის საჯარო ბოდიში ყველა ტელევიზიით? რაც სასამართლოს განაჩენით დაგეკისრათ შენ და იმ ცრუ ჩვენების მიმცემ ქალბატონებსაც?! რატომ არ უზრუნველყობთ აღსრულებას, თუ ასე იოლი გგონიათ, ამხელა ბრალდების გადატანა?!

 

შენ და შენი მაღალანაზღაურებადი კანტორა, თვითონ ხართ დამნაშავეები და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დამრღვევები!!!“, – წერს მანჩო გიორგობიანი.

 

ფულის ხამო Nino Lomjaria, შენ ჯერ პაპუნა უგრეხელიძეს მოუხადე ბოდიში, როგორც ეს დაგაკისრათ სასამართლოების რამდენიმე…

Posted by Mancho Giorgobiani on კვირა, 24 მაისი, 2020

 

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

 

ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

X