12:41 | 2020-04-27 ავტორი: Prime Time

ჯენიფერ ლოპესს ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივიან

ჯენიფერ ლოპესს ინსტაგრამზე ფოტოს გამოქვეყნებისთვის უჩივიან

ნიუ იორკში მოღვაწე ფოტოგრაფი, შატერბაგ სტივ სენდსი ამერიკელ პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს მის მიერ გადაღებული სურათის უნებართვოდ გამოყენებისთვის სასამართლოში უჩივის.

 

ფოტოგრაფი კომპენსაციის სახით 150 000 აშშ დოლარს ითხოვს.

 

სარჩელის თანახმად, მომღერალმა და მსახიობმა სოციალურ ქსელში ფოტო ისე განათავსა, რომ კადრის ავტორისთვის ჰონორარი არ გადაუხდია.

 

ხელოვანმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს როგორც მომღერლის, აგრეთვე, მისი კომპანიის Nuyorican Productions წინააღმდეგ მიმართა.

 

პოპულარულ სოციალურ პლატფორმაზე 2017 წლის 23 ივნისს გამოქვეყნებულ პოსტს ამ დროისთვის 656 340 მოწონება აქვს.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X