11:58 | 2021-09-16 ავტორი: Prime Time

ჯარისკაცები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების რიგებიდან გარიცხონ (აშშ)

ჯარისკაცები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების რიგებიდან გარიცხონ (აშშ)

აშშ-ში ის ჯარისკაცები, რომლებიც კოვიდ ვაქცინის გაკეთებაზე უარს იტყვიან, შესაძლოა, შეიარაღებული ძალების რიგებიდან გარიცხონ.

 

ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

 

„ჯარისკაცები, რომლებიც ვაქცინაზე უარს იტყვიან, ჯერ კონსულტაციას გაივლიან მეთაურებთან და სამედიცინო პროვაიდერებთან, თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნის შეუსრულებლობამ ადმინისტრაციული ან სასამართლოგარეშე სასჯელი შეიძლება გამოიწვიოს, მათ შორის გათავისუფლება ან დათხოვნა. ჩვენი ჯარისკაცებისთვის ეს, ფაქტობრივად, სიცოცხლისა და სიკვდილის საკითხია“, – განაცხადა აშშ-ის არმიის მთავარმა ექიმმა, გენერალმა რაიმონდ სკოტ დინგლიმ.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X