16:19 | 2020-03-21 ავტორი: ანეტი მიქელაძე

ჯარის გამოყენებამდე საქმე არ მივა – მამუკა მდინარაძე

ჯარის გამოყენებამდე საქმე არ მივა – მამუკა მდინარაძე

საპარალენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ჯარის გამოყენების აუცილებლობა ქვეყანაში არ არის.

 

„ჯარის გამოყენება და მოქალაქეებისთვის იმის თქმა, რომ ხელისუფლებას საჯარისო შენაერთების ქუჩაში გამოყვანა დაგვჭირდება, ვფიქრობ, საქმე აქამდე ნამდვილად არ მივა“ – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენ აბსოლუტურად სხვა სტანდარტი და მიდგომა გვაქვს, ასეთი ღონისძიებების გატარება, ჩემი აზრით, საჭირო არ იქნება. ჩვენი ზეპირი კონსულტაციების ფორმატი არ ითვალისწინებდა და დღის წესრიგშიც კი არ დამდგარა, რადგან პოლიცია თავის საქმეს დღემდე კარგად ართმევს თავს, ისევე როგორც ტიკარაძის და დავითაშვილის უწყება. მე ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ პრობლემები არ გვექნება აღსრულების ნაწილში, რადგან მოქალაქეების დიდი ნაწილი ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ თემას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

21 მარტს პრემიერ მინისტრმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წარდგინებით პრეზიდენტს მიმართა. მალევე საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი გამოსცა.

 

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევი პირები დაჯარიმდებიან, ხოლო დარღვევის განმეორებისას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან.

 

21 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 48 ადამიანს.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა.

 

მედიაბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისადა თვითიზოლაციისწესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

დატოვე კომენტარი

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X