01:52 | 2020-07-01 ავტორი: Prime Time

ჯარიმა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ობიექტს, რომელიც უხარისხო საწვავს გაყიდის

ჯარიმა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება ობიექტს, რომელიც უხარისხო საწვავს გაყიდის

საქართველოში უხარისხო ბენზინის ან დიზელის იმპორტზე, წარმოებასა და რეალიზაციაზე სანქციები გამკაცრდება.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტი შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივებს წარადგენს.

 

„ბენზინსა და დიზელში დიდი ოდენობით ტყვია და გოგირდი აღმოაჩინეს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა კანონმდებლობის გამკაცრება, რათა იმპორტიორმა კომპანიებმა მკაცრად დაიცვან რეგულაციები“,- ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში.

 

ჯარიმა გაიზრდება კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებენ ისეთი ბენზინის ან დიზელის იმპორტს, წარმოებასა და რეალიზაციას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს დადგენილ ნორმებს.

 

სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ობიექტს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

 

„ბენზინის ხარისხის ეკოლოგიური მახასიათებლები (ტყვიის, ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და გოგირდის შემცველობა) ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემები.

 

დიზელზე მომუშავე ავტომობილები გამოყოფს გაცილებით მეტ აზოტის ოქსიდებს (მონოქსიდს და დიოქსიდს ერთიდაიგივე ეფექტი აქვს), ვიდრე ბენზინზე მომუშავე ავტომობილები.

 

ისინი ცნობილია, როგორც NOx ნაერთები. ეს ნაერთები საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის და შეუძლია, გამოიწვიოს ასთმა, ბრონქიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები.

 

ასევე, იზრდება ინფარქტებისა და ინსულტების რისკი, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებში, ვისაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები“,- აცხადებენ გარემოს დაცვის კომიტეტში.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X