11:20 | 2020-06-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჯანმო: „კორონავირუსით ინფიცირებულმა მეძუძურმა დედებმა ბავშვების კვება უნდა განაგრძონ“

ჯანმო: „კორონავირუსით ინფიცირებულმა მეძუძურმა დედებმა ბავშვების კვება უნდა განაგრძონ“

მეძუძური ქალები, რომლებიც კორონავირუსით იყვნენ ან არიან ინფიცირებულები, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ბავშვების კვება განაგრძონ. CNN-ის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ორგანიზაციაში 153 ქალის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის საფუძველზე მიიღეს.

 

კორონავირუსის ინფიცირებული 13 ჩვილის ანალიზების შესწავლის შემდეგ, სპეციალისტებმა ვერ აღმოაჩინეს საკმარისი მტკიცებულებები რათა დაესკვნათ, რომ ინფიცირების წყარო დედის რძეა.

 

„თავის ქალა აქვს ჩამტვრეული“ - რა ვერსიებზე საუბრობს ფეხბურთელის ოჯახის ახლობელი
2020-06-23„თავის ქალა აქვს ჩამტვრეული“ - რა ვერსიებზე საუბრობს ფეხბურთელის ოჯახის ახლობელი

 

„ჩვილებს შორის კორონავირუსით ინფიცირების რისკი ძალიან დაბალია, ხოლო ინფიცირებულებთან დაავადება უსიმპტომოდ ან სუსტად მიმდინარეობს. დედის რძით კვებასა და დედასთან ფიზიკურ კონტაქტზე უარის თქმის შედეგები ჩვილებისთვის გაცილებით უფრო ნეგატიურია. გარდა ამისა, დედის რძე იცავს ბავშვს გაცილებით უფრო საშიში ინფექციებისგან, ვიდრე კორონავირუსია“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

X