08:17 | 2020-09-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ჯანმო: კორონავირუსამდელ ცხოვრებას ადამიანები შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდნენ

ჯანმო: კორონავირუსამდელ ცხოვრებას ადამიანები შესაძლოა, 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდნენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისშია და კორონავირუსამდელ ცხოვრებას ადამიანები შესაძლოა 2022 წლამდე ვერ დაუბრუნდნენ.

 

ორგანიზაციაში სასწავლო პროცესის სკოლებში გაგრძელების აუცილებლობაზეც საუბრობენ.

 

ჯანმოს დირექტორის რეკომენდაციით, სკოლები უკიდურეს შემთხვევაში უნდა დაიხუროს. იუნისეფის მონაცემებით, პანდემიის გამო მსოფლიოში 800 მილიონზე მეტი ბავშვი სკოლაში ვერ მიდის.

 

რა მოხდება მაშინ თუ ადამიანი  დაინფიცირდება covid19-ით და ამასთანავე  ექნება გრიპის ვირუსიც?
2020-09-15რა მოხდება მაშინ თუ ადამიანი დაინფიცირდება covid19-ით და ამასთანავე ექნება გრიპის ვირუსიც?

 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30 მილიონს უახლოვდება.

 

200 ათასს გადააჭარბა დაღუპულთა რაოდენობამ შეერთებულ შტატებში. მონაცემები მატულობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, საბერძნეთმა შეზღუდვები გაამკაცრა ათენში, სადაც პირბადის ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო გახდა.

 

ვირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა ნიდერლანდებში. შვედეთში კი მარტის შემდეგ კორონავირუსი ყველაზე ცოტა, 108 ადამიანს დაუდასტურდა.

 

რთული ეპიდსიტუაციაა საქართველოს მოსაზღვრე სახელმწიფოებში, გასულ დღე-ღამეში ვირუსს რუსეთში 150, თურქეთში 67, აზერბაიჯანში 2, სომხეთში კი ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X