16:36 | 2020-03-18 ავტორი: თამთა თორდია

ჯანმო ადასტურებს, რომ იბუპროფენი Covid19-ის სტიმულირებას იწვევს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ რეკომენდაციას იძლევა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც COVID-19-ის სიმპტომები აღენიშნებათ, არ მიიღონ იბუპროფენი.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის, ოლივერ ვერანის გაფრთხილება ეფუძნებოდა სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ უახლეს კვლევას, რომლის მიხედვითაც, ფერმენტები, რომლებსაც აძლიერებს ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის იბუპროფენი, შეიძლება პირიქით, ხელს უწყობდეს COVID-19-ის ინფექციას.

 

ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე დამატებითი რეკომენდაციების შემუშავებაზე ორგანიზაციის ექსპერტები ამჟამად მუშაობენ.

 

„თუმცა, გირჩევთ, მანამდე გამოიყენოთ პარაცეტამოლი და არა იბუპროფენი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლინდმაიერმა.

 

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს იმასაც, რომ პაციენტებმა, რომლებმაც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები უკვე მიიღეს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

 

გარდა ამისა, პარაცეტამოლის მიღება უნდა მოხდეს მკაცრად რეკომენდებული დოზით, რადგან გადაჭარბებით მიღებამ შეიძლება, ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს.

 

ნუროფენის (იბუპროფენი) მწარმოებელმა ბრიტანული კომპანია Reckitt Benckiser-ის წარმომადგენელი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სიტუაციის შესახებ მათ ინფორმაცია უკვე აქვთ და ამჟამად აქტიურ კვლევებს აწარმოებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროპის სამედიცინო სააგენტოსთან და სხვა უწყებებთან ერთად.

 

ამავე თემაზე ნახეთ:

პრეპარატები, რომელთა მიღებაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებას უწყობდეს ხელს - რას წერს ჰოლანდიაში მოღვაწე ექიმი
2020-03-17პრეპარატები, რომელთა მიღებაც შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებას უწყობდეს ხელს - რას წერს ჰოლანდიაში მოღვაწე ექიმი

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X