fbpx
13:01 | 2020-04-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

ჯანდაცვის პერსონალის შეურაცხყოფა არ გვეკადრება – პრეზიდენტის მხარდაჭრა ექიმებს

ჯანდაცვის პერსონალის შეურაცხყოფა არ გვეკადრება – პრეზიდენტის მხარდაჭრა ექიმებს

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს მხარი დაუჭირა.

 

მისი თქმით, არ შეიძლება მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები მაშინ, როდესაც ისინი თავდაუზოგავად შრომობენ.

 

„ჩვენ პირველ ეტაპზე შევძელით ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება. ეს, როგორც ყველა უწყების კოორდინირებული მუშაობის, ისე ჩვენი ექიმების დაუღალავი ძალისხმევის პირდაპირი შედეგია.

 

ამიტომ, მე მგონი, რომ არ შეიძლება, ამ დროს ექიმების და მთელი ჯანდაცვის პერსონალის თავდადებული ბრძოლის მიუხედავად, მათ მიმართ ისმოდეს შეურაცხმყოფელი განცხადებები. ეს ჩვენ არ გვეკადრება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ასევე ნახეთთენგიზ ცერცვაძის საგანგებო განცხადება მისი მისამართით წამოწყებულ კამპანიაზე

 

განცხადება გააკეთა, ლევან რატიანმა და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მათ აკრიტიკებენ: „მოკლე და გრძელენიანებს მივმართავ… ჭკუას მოუხმონ“

 

ექიმების მხარდასაჭერი განცხადება გამოაქვეყნა დღესსაპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X