20:33 | 2020-03-11 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია

ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია. ეკატერინე ტიკარაძის უახლოესი გარემოცვის წევრმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როცა შეიტყო რომ მისი მეუღლე „გეფას“ ხელმძღვანელის მიერ ჩატარებულ თათბირზე იმყოფებოდა. კომპანიის დირექტორი მეოთხე პაციენტი იყო, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ამ შემთხვევამდე, მინისტრის თანაშემწე სამსახურში ჩვეულ რეჟიმში დადიოდა. მას შეხება ჰქონდა როგორც ეკატერინე ტიკარაძესთან, ასევე სხვა თანამშრომლებთან. მინისტრის თანაშემწეს ტესტირების შედეგად ამ ეტაპზე ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა 14-დღიანი ინკუბაციის პერიოდი მისთვის მაინც სავალდებულოა.

 

„ფორმულას“ ეს ინფორმაცია მინისტრის მოადგილემ ნაწილობრივ დაუდასტურა. თამარ გაბუნიას თმით, ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაში იმყოფება. ამ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროში კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა შენობაში დეზინფექცია უკვე არაერთხელ ჩაატარეს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X