15:21 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა – გია ვოლსკი

ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა – გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ბაღდათში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. იგი ოჯახის მდგომარეობის შესახებ განმარტებებს აკეთებს და ამბობს, რომ სახელმწიფო მათ ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა.

 

„ზოგიერთი ოპონენტის თუ პოლიტიკური ჯგუფის სპეკულაციურ განცხადებებთან დაკავშიეებით შეფასებებს არ გავაკეთებ. ინფორმაციისათვის: ბაღდათში ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ ერთ მისამართზე, ბაღდათში, თამარ მეფის N13, ყოფილი სტამბის შენობაში, რომელიც ოჯახს ბაღდათის მერიამ გადასცა და სწორედ ამ მისამართზე იღებდნენ სოციალურ დახმარებასაც.

 

ოჯახს 2019 წლის ოქტომბერში დროებით მართლაც შეუჩერდა საარსებო შემწეობა მოხსენებითის საფუძველზე, რადგან არ ჰქონდა დაფიქსირებული აბონენტის ნომერი და კომუნალურშიც ჰქონდა ნული. ოჯახმა 22 ოქტომბერს შეავსო დეკლარაცია და 21 ნოემბერს ხელახლა მიენიჭა სარეიტინგო ქულა და აღუდგათ საარსებო შემწეობა. 2019 წლის დეკემბერში ჩაერიცხათ დროებით შეჩერების განაცდური თანხა: ჯამში 2040 ლარი. მას შემდეგ 2020 წლის იანვარში მათ ჩვეულებრივ ჩაერიცხათ ყოველთვიური საარსებო შემწეობა – 680 ლარი. საერთო ჯამში, ამ ოჯახს სახელმწიფო ყოველთვიურად 1330 ლარს ურიცხავდა.

 

მათთან ერთად ცხოვრობდა 1980 წელს დაბადებული გრიგოლ გველესიანი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა. ამ ერთი კვირის წინ, მათ მიმართეს რაიონის სოციალურ სამსახურს და აცნობეს ოჯახის წევრის გარდაცვალების შესახებ, თან უთხრეს, რომ დაალაგებდნენ თუ არა სახლს თამარ მეფის ქუჩაზე, საიდანაც გაასვენეს გარდაცვლილი გრიგოლ გველესიანი, დაბრუნდებოდნენ აღნიშნულ მისამართზე. ამი მიზეზით იმყოფებოდა ეს ოჯახი ხანძრის დროს წერეთლის ქუჩაზე“,- წერს გია ვოლსკი.

 

ცნობისთვის: ბაღდათში ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაიცვალა. დაღუპულია დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად. არსებული ინფორმაციით, ქალი ფეხმძიმედ იყო. კიდევ ერთი გარდაცვლილი ქალი კი არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობელია.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X