17:47 | 2020-06-17 ავტორი: Prime Time

„ჯაბა იოსელიანი მომხიბლავი ადამიანი იყო“ – როგორ დაუმეგობრდა დავით მაღრაძე „მხედრიონის“ ლიდერს

„ჯაბა იოსელიანი მომხიბლავი ადამიანი იყო“ – როგორ დაუმეგობრდა დავით მაღრაძე „მხედრიონის“ ლიდერს

დამოუკიდებლობის მოპოვებისა და სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ საქართველოს კულტურის მინისტრად პოეტი დავით მაღრაძე დანიშნეს. ამბობს, რომ მის ამ პოზიციაზე განმწესებას თავიდანვე ბევრი ჭორ-მართალი ახლდა თან.

 

„ეს ის პერიოდია, როცა ქვეყანას სახელმწიფო საბჭო მართავდა. ყველა თანამდებობრივ საკითხს შევარდნაძე-სიგუა-იოსელიანი წყვეტდნენ. მინისტრობის მსურველი ბევრი იყო, კანდიდატებმა ერთმანეთი თავად ჩააგდეს.

 

მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ - რას ყვება სასულიერო პირი
2020-05-26მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ - რას ყვება სასულიერო პირი

 

ბოლოს შევარდნაძეს უთქვამს, იქნებ ახალგაზრდა თაობაში იპოვოთ ვინმე, ძველს საქმეებში გაუსვრელი და კულტურასთან დაახლოებულიო.

 

ჩემთვის ფრიად პტივსაცემმა ელდარ შენგელაიამ შესთავაზა ჩემი კანდიდატურა და ჩვენი პირველი შეხვედრაც მაშინ შედგა.

 

ჩემმა ძალიან ძვირფასმა უფროსმა მეგობარმა, შესანიშნავმა მწერალმა და დრამატურგმა, რეზო თაბუკაშვილმა გამაცნო ჯაბა. ასე გადაწყდა ჩემი მინისტრობა.

 

ჩემი პროექტები მქონდა, გარკვეული მოსაზრებები და გეგმები. მინისტრის პორტფელი იოლი სატარებელი არ აღმოჩნდა. ჩემი დრო მთლიანად წაიღო. ჩემი და ხელისუფლების აზრები ერთმანეთს ასცდა და თანამდებობა საკუთარი სურვილით დავტოვე.

 

ჯაბა იოსელიანთან კი ამის შემდეგ გარკვეული მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. ის უდაოდ მომხიბლავი ადამიანი იყო.

 

მე მინახავს ის აფხაზეთის ომში და გაოცებული ვიყავი ამ ხანდაზმული კაცის საოცარი სიმამაცით. საინტერესო მწერალიც იყო.

 

თუმცა ყოველთვის ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ მისი სახელმწიფო მეთაურად ყოფნა არ აღმაფრთოვანებდა.

 

ხალხი კი, როგორც წისქვილი, ჭორ-მართალს ფქვავდა და ბრწყინვალე ქართველი პოეტის, აფხაზეთის ომის ვეტერანის, ბაადურ ბალარჯიშვილის ლექი „ჩემო გენერალო“ ჩემ შექმნილად ჩათვალეს“, – ამბობს „სარკესთან“ საუბრისას დავით მაღრაძე.

 

აქვე გთავაზობთ ბაადურ ბალარჯიშვილის მიერ ჯაბა იოსელიანისთვის მიძღვნილ ლექს – „ჩემო გენერალო“

 

ჩემო გენერალო! ცეცხლი მაშინდელი თმენამ ვეღარაფრით ვეღარ მიაცია.

მინდა გაგიმხილო ჩემი ხვაშიადი თუ არ დაირღვევა სუბორდინაცია,

ჩემო გენერალო, ჩემო გენერალო, გუშინ აჭიკჭიკდა ბაღში მაფშალია,

ვიყავ უგრძნობელი როგორც მინერალი, სისხლი გაყინულა, ცრემლი გამშრალია.

ჭმუნვა ვერაფერმა ვეღარ გამიქარვა, ზოგნი უმეცარნი კარგი მერე რაო

ბოღმა წავიყოლე ჭუბერს მიმავალმა და არ მავიწყდება ჩემო გენერალო.

იყო ტრაგედია, იყო კომედია, მტერთა საქილიკო, მოყვრის სავალალო,

მაგრამ გულში მაინც შენი იმედია და შენც ჩემი გქონდეს ჩემო გენერალო.

უფლის სანაპირო სისხლით განიბანა, რეგვენ სირაქლემას როგორ დავემსგავსო,

ჩემი მოლოდინი შენი ბრძანებაა და მეც ველოდები ჩემო გენერალო…

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +