17:54 | 2021-11-21 ავტორი: Prime Time

იზრდება თუ არა დევნილთა დახმარება, რომელიც ახლა 45 ლარს შეადგენს – რას ამბობენ დევნილთა სააგენტოში

იზრდება თუ არა დევნილთა დახმარება, რომელიც ახლა 45 ლარს შეადგენს – რას ამბობენ დევნილთა სააგენტოში

2022 წლიდან სახელმწიფო გასაცემლები იზრდება. ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ბიუჯეტით გათვალისწინებულია ასაკით პენსიონერებისთვისა და შშმ პირებისთვის პენსიის, ხოლო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის ზრდა.

 

გაეზრდებათ თუ არა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილთა დახმარების თანხა, რომელიც დღეის მდგომარეობით 45 ლარს შეადგენს?

 

ამ კითხვით “პრაიმტაიმი” დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაუკავშირდა.

 

როგორც უწყებაში განმარტავენ ამ დროისთვის ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს, სადაც დევნილები შედიან. ვინაიდან, ჯერ კიდევ მუშა პროცესია, ჯერჯერობით უცნობია გაეზრდებათ დევნილებს სახელმწიფო გასაცემლის ოდენობა თუ არა.

 

“დევნილის შემწეობასთან დაკავშირებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურ კოდექსზე მუშაობს და სოციალურ კოდექსში, ყველა სოციალურ ფენასთან ერთად, დევნილებიც გათვალისწინებულნი არიან და იქ იქნება მიზნობრივი დახმარებაც განხილული.” – განმარტავენ უწყებაში.

ავტორი: Prime Time

X