
CNN-ის ინფორმაციის მიხედვით, ივანკა ტრამპა, თავის twitter-ზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპის განცხადება გააზიარა, რომელშიც იგი თავის მხადამჭერებს სამართალდამცავების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. „ისინი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის მხარეს არიან“ – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
ივანკამ მამის ნათქვამს თავისი მოსაზრება დაუმატა და იმ ადამიანებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავდნენ და სახელმწიფოს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, „პატრიოტები“ უწოდა.
„ამერიკელო პატრიოტებო – ნებისმიერი სახის უუფლებო შეღწევა ან საპატრულო კანონის უპატივცემულობა დაუშვებელია. ძალადობა ახლავე უნდა შეწყდეს. გთხოვთ იყოთ მშვიდობიანები“ – დაწერა ივანკამ twitter-ზე
გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, სოციალური ქსელის მომხმარებლების რეაქციის გამო, პრეზიდენტის ქალიშვილმა თავისი მოწოდება წაშალა.